შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ
25.11.2021
უკან დაბრუნება
როგორც უკვე ცნობილია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ. ასევე, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააკორდინაციო საბჭომ მიიღო და გადაწყვეტილება პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. რას ფიქრობს საზოგადოება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნაზე, თემაზე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქალაქეები გამოკითხა. მათი უმრავლესობა თვლის რომ თუკი პირები არ იქნებიან აცრილები, ამ შემთხვევაში აღნიშნული შეზღუდვები არ უნდა მოხსნილიყო.