შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე
25.11.2021
უკან დაბრუნება
საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე, ვაქცინაციის პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს განახლებადი ენერგიის მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პერსპექტივები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნა, სამშენებლო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე, ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხები.