ხარაგაულის კოვიდკლინიკის მენეჯერის განცხადებით, რეგიონში საწოლფონდი სრულად შევსებულია
24.11.2021
უკან დაბრუნება
გაგაცნობთ კოვიდ ვითარებას რეგიონებში. ხარაგაულის კოვიდკლინიკის მენეჯერის განცხადებით, რეგიონში საწოლფონდი სრულად შევსებულია. ბავშვებსა და ორსულებში ინფიცირების შემთხვევები და გარდაცვალება არ ფიქსირდება. რაც შეეხება ვაქცინაციას, მისმა რიცხვმა ბოლო პერიოდში მოიმატა. აცრის მსურველთა შორის უმრავლესობა საპენსიო ასაკის მოსახლეობაა.