შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა
22.11.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. გენადი ბალანჩივაძემ უფლებამოსილების განხორციელება ოფიციალურად დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წყალტუბოს ბევრი წარმატებული პროექტი შესთავაზოს. დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების უფროსებისგან მიმდინარე საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გენადი ბალანჩივაძე 2014-2017 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო. რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოსა და ბაღდათში ახალმა მერებმა უფლებამოსილების განხორციელება დღეს დაიწყეს.