”სპეციალურმა სერვისებმა” მოწამეთის ტაძრის ეზო დაასუფთავა
13.10.2015
უკან დაბრუნება
მოწამეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ააიპის სპეციალური სერვისების სამსახურმა დასუფთავების აქცია მოაწყო და მოწამეთის ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა.
აქცია ერთჯერადი არ არის და აღნიშნული სამსახური ქალაქის მასშტაბით რელიგიურ-კულტურულ ძეგლებსა და ეკლესიებს ინტენსიურად ასუფთავებს.