შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა
20.11.2021
უკან დაბრუნება
2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 19.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 52.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით მეტია. უმუშევრობის გაზრდილ მაჩვენებელს დღის ამბებთან ახალგაზრდა ეკონომისთტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმღვანელი აფასებს, როგორც ლევან ოყრეშიძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს , ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკურად აქტიური მუშახელის რაოდენობის ზრდაა, რომელთა დასაქმებასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს. უმუშევრობის დონის ზრდა გამოწვეულია ასევე კოვიდ რეგულაციების გამკაცრებით, რამაც შეამცირა წინა წლის ეკონომიკური ბაზა, რაც, თავის მხრივ, უმუშევრობის დონეზე ნეგატიურად აისახა.