შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
18.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი საპენსიო ასაკის ადამიანების ხალხმრავლობა შეინიშნება. ქუთაისის #4 მრავალპროფილურ-შერეულ პოლიკლინიკაში ამ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან პენსიონერთა აცრის შემდეგ მიცემული ფულადი კომპენსაციით ხსნიან. ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის. 200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს.დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. პოლიკლინიკაში საპენსიო ასაკის ადამიანები ჯავშნისა და ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იცრებიან.