შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აჭარაში აქტიურად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია გრძელდება
18.11.2021
უკან დაბრუნება
აჭარაში აქტიურად კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია გრძელდება, გარდა მსხვილ ორგანიზაციებთან შეხვედრებისა, კარდაკარის პრინციპით იმართება შეხვედრები ასევე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე სოფელ ციხისძირში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მინისტრისგან მოესმინათ, შეგახსენებთ სულ ქვეყნის მასშტაბით 2მილიონ 74 ათას 270 პირია ვაქცინირებული