ეპიდვითრებიდან გამომდინარე სკოლებში პედაგოგების დეფიციტზე უკვე საუბრობს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი
18.11.2021
უკან დაბრუნება
ეპიდვითრებიდან გამომდინარე სკოლებში პედაგოგების დეფიციტზე უკვე საუბრობს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. მაია ცქიტიშვილის თქმით, პედაგოგებს საათობრივად დიდი დატვირთა აქვთ და როდესაც მათ უწევთ იზოლაციაში გადასვლა ეს უკვე სასწავლო პროცესის მართვას ხელს უშლის. სწორედა ეს იწვევს პედაგოგების დეფიციტს. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მშობლებს კვლავ შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში მოსწავლე ონლაინ დაარეგისტრირონ. ამ დროსითვის ქუთაისის მასშტაბით ონლაინ რეჟიმზე 4 სკოლა და 70-მდე კლასი იმყოფება. ონლაინ ფორმატში სწავლას 2449მოსწავლე განაგრძნობს.