შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოჯახების რეგისტრაცია დღესაც გრძელდება
17.11.2021
უკან დაბრუნება
სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოჯახების რეგისტრაცია დღესაც გრძელდება. ქუთაისის მაშტაბით რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 7000ზე მეტს შეადგენს, მათგან სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილ დახმარებას 3000ზე მეტი იღებს. ბოლო პერიოდში მსგავსი ოჯახების რიცხვი საგრძნობლად იმატებს. ამის გამომწვევი მთავარი მიზეზები პანდემია და სიღარიბის ზღვრული ქულის შეცვლა გახდა. ეს უკანასკნელი 10001დან 12001მდე გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობიდან განსხვავებით, როცა მთავრობის დადგენილებით სააგენტოებს ეკრძალებათ ოჯახების გადამოწმება, პანდემიამდე სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ ქუთაისში დაახლოებით 900მდე ოჯახის გადამოწმება ხდებოდა.