შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ქალაქში ბიბლიოთეკების ფილიალების გაყიდვას აპროტესტებს
20.04.2016
უკან დაბრუნება
ორი არასამთავრობო ორგანიზაცია- ”მედიატორი” და ” ინოვაციების განვითარების ცენტრი” ქალაქში ბიბლიოთეკების ფილიალების გაყიდვას აპროტესტებს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2012 წლიდან ქალაქში ბიბლიოთეკის 12 ფილიალი გაიყიდა.ისინი მოუწოდებენ ადგილობრივ ხელისუფლებას ,ხელი შეუწყონ ახალგაზრდობის წიგნით დაინტერესებას და არ დახურონ ბიბლიოთეკები. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ცილისწამებას უწოდებს ქონებისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.მან დოკუმენტაცია წარადგინა,რომლის საფუძველზეც ყოფილი ხელისუფლების დროს 2007-2008 წლებში მოხდა ბიბლიოთეკების სტატუსის გაუქმება და ისინი საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანეს.