რიონის ხეობის მცველი მარიტა მუსელიანი პროტესტს სხვა აქტივისტებთან ერთად აგრძელებს
17.11.2021
უკან დაბრუნება
რიონის ხეობის მცველი მარიტა მუსელიანი რომელიც ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს სხვა აქტივისტებთან ერთად აგრძელებს, აცხადებს, რომ თუ კი „ენკა“ პროექტში დარჩება, გამოდის, რომ კომპანიამ „წინასაარჩევნო პოპულიზმში“ მიიღო მონაწილეობა.
2021 წლის 22 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ- ამასთან დაკავშირებით აქტივისტი ამბობს, რომ კომპანიის დასაწყობებული ტექნიკა ჯერ კიდევ ადგილზეა, რაც ლოკიგურ ეჭვებს აჩენს, მუსელიანი ამბობს რომ ხეობის მცველებისგან არ იქნება კომპრომისი და ისინი ჰესის აშენებას არ დაუშვებენ, აღნიშნავს, რომ ხანგრძლივ ბრძოლას უნდა ჰქონდეს საბოლოო შედეგი, შესაბამისად ადგილზე უწყვეტი აქციები გრძელდება.