ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ავტოქარხნის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა
17.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ავტოქარხნის დასახლების მაცხოვრებლებს შეხვდა. ქალაქის მერმა და ხარებავას, ლეჟავას, ავტომშენებლის ქუჩების მოსახლეობამ უბანში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს .
ავტომშენებლის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს ფასადების აღდგენას, აივნების, საწვეთურების, საცრემლეებისა და დაზიანებული კარ -ფანჯრების შეცვლას.
ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში დაწყებულია ამ დასახლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემის მოგვარება- რეაბილიტაცია უტარდება მდინარე ოღასკურას კალაპოტს. პროექტი ითვალისწინებს ოღასკურას კალაპოტის გამტარუნარიანობის გაზრდას, რისთვისაც კეთდება დამატებითი რკინა-ბეტონის არხი.