ახალ კორონავირუსულ ინფექციას ქუთაისში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
16.11.2021
უკან დაბრუნება
ახალ კორონავირუსულ ინფექციას ქუთაისში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. პაციენტი “კლინიკა ბომონდი”-ს რეანიმაციულ განყოფილებაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლის მომენტისთვის მისი მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.