ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი
16.11.2021
უკან დაბრუნება
იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ონლაინ პლატფორმის საშუალებით მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეები და წინადადებები განიხილა. საბჭოს სხდომაზე ხუთმა მუნიციპალიტეტმა: საჩხერემ, ხარაგაულმა, ქუთაისმა, ბაღდათმა და ზესტაფონმა პროექტები და წინადადებები წარმოადგინეს. იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი.