შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა
15.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქუთაისის მერმა და უნგრელმა დიპლომატმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე. ქუთაისს უნგრეთთან წლებია რაც აქტიური, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები აქვს. უნგრელ დიპლომატთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაც მიმოიხილეს - კულტურის, ახალგაზრდობის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით.