უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა მარია შიკო საელჩოს დელეგაციასთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია
15.11.2021
უკან დაბრუნება
უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა მარია შიკო საელჩოს დელეგაციასთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიას, აკადემიურ პროგრამებს, მიმდინარე და სამომავლო გეგმებს, ასევე დაათვალიერს საუნივერსიტეტო ქალაქი. ვიზიტის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირების დამყარება.