შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რა ბრალდებას უყენებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგა დეპუტატი?
20.04.2016
უკან დაბრუნება
საკრებულოს წევრი,გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნიკოლოზ ლატარიას საკუთარი ბიზნესის ლობირებაში ადანაშაულებს.ნატო ქათამაძის განცხადებით, ლატარიას ოჯახი შ.პ.ს. ”ანასტასიას” ბიზნეს წილის მფლობელია,რომელიც ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის მშენებლობას აწარმოებს.ქათამაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგას გუშინ ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომაზე ესაუბრა,რასაც მისი თქმით კამათი და პირადი შეურაცხოფა მოყვა.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია კოლეგის ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს,რომ მას პირადად ბიზნესთან არავითარი კავშირი არ აქვს.ნატო ქათამაძე საქართველოს პრემიერს მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობით დაინტერესდეს.