შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“ურბანული განახლებისა და ტურიზმის მხარდამჭერი პროექტები კიდევ 7 მუნიციპალიტეტში განხორციელდება”
15.11.2021
უკან დაბრუნება
“ურბანული განახლებისა და ტურიზმის მხარდამჭერი პროექტები კიდევ 7 მუნიციპალიტეტში განხორციელდება”- ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქუთაისის, ლაგოდეხის , ჭიათურის, თელავის, ლანჩხუთის, ხარაგაულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტბში, მათ მიერვე შერჩეული პროექტების განსახორციელებლად სულ 4 მილიონამდე თანხაა გამოყოფილი. აღნიშნული საპილოტე პროგრამა ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, რომლის ჯამური მოცულობა 200 მილიონი ლარია.