ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციფიკური ტიპის შუქნიშნები მოეწყობა
15.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციფიკური ტიპის შუქნიშნები მოეწყობა, რაც უსინათლოებს მისცემს საშუალებას დასახელებულ ტერიტორიაზე გზა უსაფრთხოდ გადაკვეთონ, როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს პროექტი ამ ეტაპზე დაფინანსების მისაღებად არის წარდგენილი და მისი ღირებულება 740 ათას ლარს შეადგენს. მირზა ხიდაშელის ინფორმაციით საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება პანდუსების და მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა