წყალტუბოს მუნიციპალიტეტის “ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” მოსწავლე-ახალგაზრდობის დარბაზში შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პლაკატებისა და პოსტერების გამოფენა მოეწყო
13.11.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის “ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” მოსწავლე-ახალგაზრდობის დარბაზში შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პლაკატებისა და პოსტერების გამოფენა მოეწყო. პროექტის "თანამშრომლობა სუფთა გარემოსათვის" ფარგლებში წარმოდგენილი იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების ,მოსწავლეთა 50-მდე ნამუშევარი.ღონისძიებას უმასპინძლა ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ეკოლოგიის წრემ,ეკოლოგიის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.
საერთაშორისო პროექტი "თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია.
ხოლო პარტნიორები სომხეთი, მოლდოვა, რუმინეთი და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი’’.