ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დღეს 7 საათზე სპექტაკლ „მაკბეტის“ პრემიერა გაიმართება
12.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დღეს 7 საათზე სპექტაკლ „მაკბეტის“ პრემიერა გაიმართება. ქართული თეატრის ისტორიაში ეს არის პირველი და უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც დრამატული თეატრის დასთან ერთად მონაწილეობას მ.ბალანჩივაძის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სამუსიკო კამერული გუნდი მიიღებს.
დრამატურგიის კლასიკოსის, უილიამ შექსპირის ,, მაკბეტი ' მაყურებელს უამბობს ჩვენი ყოფის არარაობაზე, ხელისუფლებისა და ძალაუფლების წარმავლობასა და დროებითობაზე...
სპექტაკლ,,მაკბეტს ' მესხიშვილის თეატრის დასი, მაყურებელს 12, 13, 17 და 26 ნოემბერს შესთავაზებს.