ახლადარჩეული მერის სამოქმედო გეგმისა და ქალაქში ცვლილებების საჭიროების შესახებ ჩვენ საზოგადოების აზრით დავინტერესდით
12.11.2021
უკან დაბრუნება
ახლადარჩეული მერის სამოქმედო გეგმისა და ქალაქში ცვლილებების საჭიროების შესახებ ჩვენ საზოგადოების აზრით დავინტერესდით. შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული ხალხის უმრავლესობამ კონკრეტულად არ იცის, როგორი სამოქმედო გეგმა აქვს ქუთაისის ახალ მერს, თუმცა მათი ნაწილი იმედოვნებს ქალაქში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. რაც შეეხება მოსახლეობის სურვილებს, გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი საკითხი. მათ შორის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, უპატრონო ცხოველებისა და ხელოვნების კონკრეტული სფეროების განვითარება-განახლებასთან, მათ გარშემო არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.