შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, ბალახვნის უბანში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო
12.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ბალახვნის უბანში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მოინახულა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტის გამაგრებას, სრულიად მოპირკეთებას, გამწვანებას, განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობს. სამუშაოები მომდევნო წლის მარტში დასრულდება.