შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით იმერეთში 6000 მოქალაქეა აცრილი
12.11.2021
უკან დაბრუნება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით იმერეთში 6000 მოქალაქეა აცრილი. სახელმწიფოს მიერ შეძენილი 200 000 ვაქცინა საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდა და მისი მიღება რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს შეუძლიათ მათ შორის არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები ,60 წელს გადაცილებულები,სამედიცინო პერსონალი ,პედაგოგები და შ.ს. ს თანამშრომლები. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის წარმოების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაცია COVID-19-ის შემთხვევების რიცხვის საგანგაშო ნიშნულის პარალელურად, ორმაგად მნიშვნელოვანია.