შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრმა, ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელი ისევ ჩაკეტა
12.11.2021
უკან დაბრუნება
გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრმა, ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილმა კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელი ისევ ჩაკეტა. სადაც ავტომობილი გააჩერა.რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ავტომობილი ევაკუატორით გაიყვანეს.გირჩის აქცია-პერფორმანსი საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შესასვლელის ჩაკეტვა სცადეს. გეტყვით იმასაც რომ დღევანდელ აქციებზე სხვადასხვა ქალებში რამდენიმე პირი დააკავეს ,მათ შორის ქუთაისიდან დაკავებულია იმედა კლდიაშვილი რომელიც მსგავსი აქციის გამართვისთვის რამდენიმე დღის წინ 2000 ლარით დააჯარიმდა.