სოფელ ბორისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად ტელე-რადიო კომპანია ”რიონში”
19.04.2016
უკან დაბრუნება
დღეს ტელე-რადიო კომპანია ”რიონში” ხარაგაულის რაინის სოფელ ბორისის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ბავშვები სკოლაში საგანს ”პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა” სწავლობენ.მასწავლებლების დახმარებით ისინი სხვადასხვა დაწესებულებებს სტუმრობენ,რათა პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ბორისის საჯარო სკოლის მე-9 მე-11 კლასისი მოსწავლეები ტელე-რადიო კომპანია რიონის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ.მათ ტელევიზიის ისტორია შექმნიდან დღემდე მოისმინეს,სტუდიები დაათვალიერეს და მუშაობის პრინციპს გაეცნენ.