10 ნოემბრიდან ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები
11.11.2021
უკან დაბრუნება
10 ნოემბრიდან ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც მეორე დოზა 6 თვის წინ გაიკეთეს.
მოქალაქეს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და "სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“, „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა;
„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებული პირები ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებენ „ფაიზერის“ ვაქცინით;
„ფაიზერით" ვაქცინირებულთათვის რეკომენდებულია ისევ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება;
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის განმარტებით მესამე დოზით აცრის გადაწყვეტილება დამატებით დაცვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად