მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ კადრებს, სახალხო დამცველი ეხმაურება
11.11.2021
უკან დაბრუნება
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ კადრებს, სახალხო დამცველი ეხმაურება, ნინო ლომჯარიამ კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა, გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან ,,პატიმრის სიშიშვლის, მისი ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ყოფნის კადრების დაუფარავად გავრცელება არანაირ საჯარო ინტერესს არ ემსახურება, ის შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ მის დამცირებას, პატივისა და ღირსების შეურაცხყოფას, რაც მიუღებელია“ წერს ლომჯარია
სახალხო დამცველი მოითხოვს - იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.