ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა
10.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა, ხოლო რამდენიმე დღეში უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიაც შეაჯამებს. ამის შემდგომ კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს პირველ სხდომას მოიწვევს, რის შემდეგაც, როგორც საკრებულო, ისე მერი შეუდგება საკუთარი ფუნქცია მოვალეობის შესრულებას. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში ქუთაისის მერობისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხატია დეკანოიძე ქართული ოცნებიდან კი იოსებ ხახალეიშვილი იბრძოდნენ.