შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა
09.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩაზე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქის მერმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. იოსებ ხახალეიშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. ️ნიკეას ქუჩაზე რამდენიმე შესახვევის გზის კეთილმოწყობა უკვე დასრულდა. დღესვე ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ლადო ასათიანის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოების ღირებულება 227 000 ლარია და შპს "ლოდერნა" ასრულებს. ️