საქართველოს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში მესხეთის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ქუთაისს სტუმრობდა
09.11.2021
უკან დაბრუნება
საქართველოს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში მესხეთის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ქუთაისს სტუმრობდა. მესხიშვილის თეატრში შადიმან შამანაძის პიესის მიხედვით სპექტაკლის სახელწოდებით "ღია შუშაბანდი" ჩვენება გაიმართა. ერთ მოქმედებიანი დრამა რეჟისორ კახა გოგიძის ეკუთნის . სპექტაკლში ერთი ოჯახის მაგალითზე სოციალური პრობლემაა ასახული შვილებისა და მშობლების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ასევე ის თუ რა როლს თამაშობს ოჯახი ადამიანის ჩამოყალიბებაში.