მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება
06.11.2021
უკან დაბრუნება
მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროცესი სრულდება. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ნადირაძემ დაათვალიერეს.
მელიქიშვილის ქუჩაზე უკვე მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა, ამჟამად კი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს, რისთვისაც 511 ათასი ლარი იხარჯება.