შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შემოდგომაზე ფოთლების დაწვა და ამ ქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები საკმაოდ აქტუალური პრობლემაა
06.11.2021
უკან დაბრუნება
შემოდგომაზე ფოთლების დაწვა და ამ ქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. როგორც ეკოლოგი ელენე გამყრელიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, გამხმარი ფოთლები ისეთ მავნე ნივთირებებს შეიცავს, როგორებიცაა მხუთავი აირი, პოლიციკლური ნაერთები, პესტიციდების ნარჩენები და ა.შ. ადამიანის ორგანიზმში მათი მოხვედრა სხვადასხვა ონკოლოგიურ დაავადებასა და ატმოსფეროს დაბინძურებას იწვევს. ევროპის წამყვანი ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მოქმედებს კანონი ფოთლების დაწვის წინააღმდეგ, დამრღვევ პირს კი გარკვეული სანქციები ეკისრება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქმედების აღმოფხვრა დღემდე ვერ ხერხდება. როგორც ეკოლოგები აცხადებენ, პრევენციის ერთადერთი გზა გამხმარი ფოთლების მოგროვება დამათი კომპოსტირებაა.