4 ნოემბერს დაკავებული აქტივისტები იმედა ონიანი და მიხეილ მუმლაძე გაათავისუფლეს
06.11.2021
უკან დაბრუნება
4 ნოემბერს დაკავებული აქტივისტები იმედა ონიანი და მიხეილ მუმლაძე გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი დღეს 12:30 წუთზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მოსამართლემ დაკავებულების ადვოკატის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდების მხარისგან დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა მოითხოვა,სწორედ აღნიშნულის შემდეგ ჩაინიშნება საქმის სასამართლო განხილვა, აქტივისტები აცხადებენ რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ არც სამართალდამცველებისთვის გაუწევიათ წინააღმდეგობა ამიტომ მიიჩნევენ რომ იმყოფებოდნენ უკანონო პატიმრობაში და მათი დაკავება დაშინების მცდელობას უკავშირდება.