შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები მიმდინარეობს
04.11.2021
უკან დაბრუნება
იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ქ. წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ურბანული განახლების სამუშაოები. იმერეთის მუნიციპალიტეტებში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების, სხვა საინჟინრო გადაწყვეტების, რეკრეაციული სივრცეებისა და პარკების მოწყობის სამუშაოები. მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი. „განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4 წლიანია. ამჟამად მიმდინარეობს მისი პირველი ეტაპით დაგეგმილი პროექტების შესრულება, რომლის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას.