ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 105 კოვიდ ინფიცირებული პაციენტია
04.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 105 კოვიდ ინფიცირებული პაციენტია. მათი უმრავლესობა თერაპიულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. 11 მათგანი კი რეანიმაციაში იმყოფება. ინფიცირებულთა შორის 22 ბავშვია. ბოლო 24 საათში გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. დაწესებულებაში ყველა საწოლი დაკავებულია.