შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სკოლების ნაწილი სრულად ონლაინ რეჟიმზე იმყოფება
04.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სკოლების ნაწილი სრულად ონლაინ რეჟიმზე იმყოფება, ნაწილში კი წერტილოვანი შეზღუდვებია. კოვიდ ვირუსით დაინფიცირებული მოსწავლეებისა და პედაგოგების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამ დროისთვის, კოვიდ ვირუსით დაინფიცირებული მასწავლებლების რიცხვი 70ს, მოსწავლეების კი 200ს შეადგენს. სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, აუცრელი პედაგოგების ტესტირება ყოველ ერთ კვირაში, აცრილების კი ორ კვირაში ერთხელ ხდება. ამჟამად, ონლაინ სწავლების მსურველთა რიცხვი 2700 ადამიანს შეადგენს. მშობლებს შესაძლებლობა აქვთ სწავლის ფორმატთან დაკავშირებული თავიანთი პოზიცია საინფორმაციო სისტემის გვერდზე რეგისტრაციით გამოხატონ.