დისკუსია თემაზე-„მწერალი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა“
04.11.2021
უკან დაბრუნება
მწერალთა სახლი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით თბილისსა და ქუთაისში ახორციელებს პროექტს - „სამოქალაქო ერთობის ძიებაში - დისკუსიების ციკლი თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ“,რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების შემცირებას. პროექტის ფარგლებში ქუთაისში დისკუსია თემაზე-„მწერალი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა“გაიმართა
მწერალმა დათო ტურაშვილმა და მწერალმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ ისუბრეს საზოგადოებისთვის აქტუალურ იმ თემებსა და მოვლენებზე, სადაც ჩართვა და მონაწილეობა მათთვის მნიშვნელოვანია.