შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებას რომ უახლოეს მომავლში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ფუნქციონირებას დაიწყებს, საზოგადოება აფასებს
03.11.2021
უკან დაბრუნება
ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებას რომ უახლოეს მომავლში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ფუნქციონირებას დაიწყებს, საზოგადოება აფასებს, პოზიციები არაერთგვაროვანია, ნაწილი მიიჩნევს რომ ქარხნის ამოქმედების შესახებ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება ფარსია და ის მხოლოდ მოსახლეობის ყურადღების მიპყრობას ემსახურება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მათი ვარაუდით, მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმა მალე ძალაში შევა. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული რესპონდენტების სრული უმრავლესობა კი ემხრობა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის არსებობის იდეას. მათი შეხედულებით, ქარხნის ამოქმედება ჩვენს ქალაქზე პოზიტიურად იმოქმედებს, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, შეიცვლება ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობა.