სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისების მონიტორინგი
19.04.2016
უკან დაბრუნება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ და ქუთაისის მერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის იმერეთის რეგიონული ოფისები დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს გაეცნენ და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რაც ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური ხდება. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ქუთაისის რეგიონული ლაბორატორია ცხოველთა დაავადებების პირველად და დამადასტურებელ დიაგნოსტიკას ახორციელებს. კვლევები ტარდება როგორც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ისე სურსათის კვლევის მიმართულებითაც.. 2015 წლიდან ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს. ამჟამად ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული. ქუთაისში, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის ახალი შენობა 2015 წელს გაიხსნა, სადაც 46 ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდა.
. მიმდინარე წელს, იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ინსპექტირებულია 232 სკოლისა და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკი. სააგენტოს სპეციალისტებმა 440 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გასცეს,მათ შორის 225 - მწვანილზე, რაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდაზე მეტყველებს.