ქუთაისში ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებისა და ხალხის დაშინების მცდელობაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის წევრი
01.11.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებისა და ხალხის დაშინების მცდელობაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე , მან ოფისში ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა, სადაც მედიას წარუდგინა პიროვნება რომელსაც მათი მტკიცებით ჰქონდა დავალებული “ქართული ოცნების“ წარმომადგენლისგან, არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობის მიღება. 90 საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორის იზა ჩირგაძის თქმით მას და მისი ოჯახის წევრებთან ხორციელდება მუქარის შემცველი ზარები. როგორც იზა ჟურნალისტებთან საუბრობს მან დახმარება ამავე უბნის ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელს სთხოვა. ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო დავას აპირებენ.