31 ოქტომბრიდან საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა
01.11.2021
უკან დაბრუნება
31 ოქტომბრიდან საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა. ფრენა ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი. რეისებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს. პირველი რეისის 170-ვე მგზავრს, ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.