ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 32 ტურში ქუთაისის ტორპედომ გათაშების ცხრილის მესამე ადგილზე მყოფ გორის დილას უმასპინძლა.შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა მიუხედავად ტორპედოს სათამაშო უპირატესობისა.მატჩის მეორე ნახევარში ვითარება რადიკალურად შეიცვალა სტუმართა სასარგებლოდ,მათ სამი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს მასპინძლების კარში და შეხვედრაც მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა.აღსანიშნავია რომ ტორპედომ მეორე ტაიმი 10 ფეხბურთელით ითამაშა,მოედნიდან ტორპედოელი მათე ცინცაძე იქნა გაძევებული.მომდევნო მატჩს ტორპედო7 ნოემბერს ფოთში გამართავს, სადაც უშუალო კონკურენტს ქობულეთის შუქურას დაუპირისპირდება