ქუთაისში მოქმედ 124 უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 8 საათზე შეწყდა. დაიხურა ქალაქის მასშტაბით მოქმედი ყველა საარჩევნო უბანი. ამჟამად, ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. ჩვენ 28-ე საარჩევნო უბნის დახურვას დავესწარით. როგორც თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, დღის მანძილზე ამომრჩეველთა აქტიურობა წინა ტურთან შედარებით მეტი იყო. . რაიმე დარღვევას ან ექსესს ადგილი არ ქონია. გადასატანი ყუთი უბანზე 7 საათამდე დაბრუნდა. საერთო ჯამში 28 საარჩევნო უბანზე 700-მდე ამომრჩეველი მოვიდა.