შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში
19.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში პროექტის ”სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა. მიზანი სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და აღნიშნული სფეროს განვითარების ხელშეწყობაა. სოციალური საწარმოების გამართულად ფუნქციონირების,დამწყებთა მოტივირებისა და ზოგადად ქვეყანაში სოციალურ მეწარმეობის განვითარების მიზნით,პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სახელმწიფო სტრუქტურებთან.პროექტი სამწლიანია და ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.