”ხმა მიეცით თანასწორობას” შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან
19.04.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის გენდერის მედია-ცენტრი პროექტ ”ხმა მიეცით თანასწორობას” ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან.დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ”ერთიანი საქართველოს”ქუთაისის ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა საზოგადოებას გენდერულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მიმართულებები გაუზიარეს.ისაუბრეს იმაზე თუ რამდენად არიან ჩართული იმ პროცესებში,რომელიც პოლიტიკასა და საკანონმდებლო ორგანოში,რაც შეიძლება მეტი ქალის გააქტიურებასა და ჩართულობას ისახავს მიზნად.