შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კოვიდ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა როგორც ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში ასევე კულტურული ცხოვრებაც
29.10.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა როგორც ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში ასევე კულტურული ცხოვრებაც, გამონაკლისი არც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმია.როგორც ამავე დაწესებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნონა ქარციძე ჩვენთან საუბარში აცხადებს თითქმის განახევრად შემცირდა ვიზიტორების რიცხვი, მისივე თქმით შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად კულტურული დაწესებულება ამ დრომდე მაინც ახერხებს კადრების შენარჩუნებას, ასევე კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.