2022 წლიდან მოპედების მფლობელებს მისი ტარებისთვის სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ
29.10.2021
უკან დაბრუნება
2022 წლიდან მოპედების მფლობელებს მისი ტარებისთვის სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ. უფრო კონკრეტულად კი სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღება და დასახელებული ტრანსპორტის დარეგისტრირება.საინტერესოა, რას ფიქრობს საზოგადოება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტებისათვის ეს კონკრეტული ინიციატივა მისაღებია. ისინი ფიქრობენ, რომ მოპედის მართვის მოწმობის ფლობის აუცილებლობა ხელს შეუწყობს უსაფრთხო სატრანსპორტო მოძრაობას და შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკები. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა ნაწილს თავადაც გამოუცდია ავარიის საშიშროება ე.წ. სკუტერით მოსარგებლე პირებისგან გამოწვეული მიზეზით. შსბამისად ჩვენი გამოკითხვის მიხედვით მოსაზრებები არმოჩნდა ერთვაროვანია და მათი სრული უმრავლესობა მხარს უჭერს მოპედის მართვის მოწმობის ფლობის აუცილებლობას.