შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმარება, ჩვენ თემაზე საზოგადოების აზრით კიდევ ერთხელ დავინტერესდით
29.10.2021
უკან დაბრუნება
ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმარება, ჩვენ თემაზე საზოგადოების აზრით კიდევ ერთხელ დავინტერესდით. პოზიციები არაერთგვაროვანია. ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებზე წასვლა ყველა ადამიანის მოვალეობაა და ობიექტური არჩევანით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს თვითონვე ვქმნით. სწორედ ამ არგუმენტის გათვალისწინებით, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი 30 ოქტომბერს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საარჩევნო უბანზე აპირებს. მეორე ნაწილი არჩევნებზე წასვლისგან თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ ეს პროცესი არაობიექტურად წარიმართება და ხალხის აზრს არავინ გაითვალისწინებს.